logo
ENG



"მიზანია, გავაგებინოთ ჩვენი ტკივილი" - რესპუბლიკურის თანამშრომლები აშშ-ს საელჩოს მიმართავენ

07 თებ 202418:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/07/uhna80px4jt3rt9.jpg

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები აშშ-ს საელჩოს მიმართავენ. მედიკოსებმა დიპლომატიურ მისიაში დღეს წერილი შეიტანეს. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებენ, რომ გაეცნონ არსებულ ვითარებასა და მხარი დაუჭირონ მათ მოთხოვნებს. 

"მიზანია, გავაგებინოთ დასავლეთ სამყაროს ჩვენი ტკივილის შესახებ, ჩვენი საჭიროების შესახებ. ასევე, იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ახალი პრემიერი გულთან ახლოს მიიტანს ჩვენს ტკივილს, გასაჭირს და აუცილებლად მიიღებს ზომებს, რაც დაგვეხმარება ჩვენ მუშობის გაგრძელებაში და 15 მარტს არდაკვეტაში", - აცხადებენ მედიკოსები. 

პარალელურად, პროტესტი გრძელდება. კლინიკის თანამშრომლებმა  რეორგანიზაციისა და შენობის დემონტაჟის წინააღმდეგ დღეს მორიგი აქცია გამართეს. 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკური დირექტორი შეიცვალა და აღნიშნული თანამდებობა დავით გურამიშვილმა დაიკავა. 

***

22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას დაანგრევენ.

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ დამატებით ინფორმაცია გაავრცელა. მათი მტკიცებით, "თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს".

მოგვიანებით ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით".


close დახურვა